ახალი ამბები

საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებას გეგმავს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებას გეგმავს. ამ მიზნით, ქართული მხარე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და ჩეხეთთან აწარმოებს.

უკრაინაში საქართველოს ელჩის გრიგოლ ქათამაძის თქმით, უკრაინელებთან თანამშრომლობით დაგეგმილია არსებული ტექნიკის რეაბილიტაცია, კადრების მომზადება უკრაინაში და ტექნიკის შესყიდვა.

23 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა მკვეთრად გააუმჯობესოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. მთავრობა ამ მიზნით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ვარაუდობს.

26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდასხმის განმეორების შემთხვევაში საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რაც ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. “ჩვენ არც ისე ხელმოკლეები ვართ, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძლოთ”, აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი/Related

Back to top button