ახალი ამბები

ლოშინინი ჯერგენიას შეხვდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 აგვისტო, 2002) – 26 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც 22-23 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეებში ვლადიმირ ლოშინინი აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს ანრი ჯერგენიას შეხვდა.

შეხვედრაზე სოხუმსა და თბილისს შორის ურთიერთობებში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, კერძოდ, კოდორის ხეობის გარშემო არსებულ სიტუაციაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ 26 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის საკითხში აჩქარება არ ღირს.

მსგავსი/Related

Back to top button