ახალი ამბები

პანკისში მშვიდი სიტუაციაა, – ამბობს შერვაშიძე

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 აგვისტო, 2002) – პანკისის ხეობაში სამართალდამცავი ორგანოების ქვედანაყოფების შეყვანის შემდეგ მშვიდი სიტუაციაა შენარჩუნებული. ამის შესახებ 26 აგვისტოს დილით ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალმა გიორგი შერვაშიძემ. “ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც წესრიგის აღდგენაზეა მიმართული”, – აღნიშნა მან.

“ინტერფაქსის” ცნობით, შერვაშიძემ განაცხადა, რომ ამჟამად უნდა გადაწყდეს საკითხი შინაგან ჯარებში სამსახურისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიღებაზე, რომლებიც უშუალოდ პანკისის ხეობაში განლაგებულ საგუშაგოებზე იმსახურებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები პანკისის ხეობის დასახლებულ პუნქტებში 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში შევიდნენ. შსს-ის პრესსამსახურის ცნობით, ხეობის სოფლებში 7 საგუშაგო იქნა გამართული.

მსგავსი/Related

Back to top button