ახალი ამბები

რუსეთი ირწმუნება, რომ პანკისის პრობლემის მოგვარების შემდეგ საზღვარზე დაძაბულობა შესუსტდება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიესალმა თბილისის განზრახვას პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოხატა რუსული მხარის უთანხმოება “ტერორისტების მშვიდობიანი განდევნის ტაქტიკასთან მიმართებაში, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენაც”.

“ტერორისტები უნდა მოაქციონ ბლოკადაში, განაიარაღონ და გადმოსცენ რუსულ მხარეს. ამ საკითხის გადაწყვეტაში რუსეთი მზადაა საქართველოს აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს”, -ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ “როგორც კი თბილისი რეალურად გაუწევს წინააღმდეგობას ტერორიზმს, უპირობოდ დაიწყებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც გაეროს ანტიტერორისტული რეზულუციიდან გამომდინარეობს, გაქრება ის მიზეზებიც, რომლებიც ორი სახელმწიფოს საზღვარზე გართულებებს იწვევს”.

მსგავსი/Related

Back to top button