ახალი ამბები

შინაგანი ჯარები პანკისში შევიდნენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – შინაგანი ჯარებისა და პოლიციის ქვედანაყოფები პანკისის ხეობის ყველა დასახლებულ პუნქტში შევიდნენ 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, – იტყობინება “ინტერფაქსი”.

“პანკისის ხეობის დასახლებულ პუქტებში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას არ ჩატარდება ე.წ. “წმენდა””, – განაცხადა “ინტერფაქსთან” საუბრისას სახელმწიფო საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა. “კრიმინალური ელემენტების დადგენა და დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება”, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, კახეთის რეგიონალური პოლიციის უფროსმა ზურაბ თუშურმა განაცხადა, რომ დაიწყო სამუშაოები 7 საგუშაგოს ასაგებად სოფლებში: დედისფერული, ბიურკიანი, ხალაცანი, ყვარელისყალი და ომალო.

შსს-ის მონაცემებით, პანკისში ანტიკრიმინალური ოპერაციის პირველმა ეტაპმა ინცინდენტების გარეშე ჩაიარა.

მსგავსი/Related

Back to top button