ახალი ამბები

სააკაშვილი პრეზიდენტს განცხადებებს უწუნებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – “საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები კაპიტულანტური და უთავმოყვარო კაცის განცხადებებია!”, – განაცხადა 24 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით შევარდნაძის განცხადებების კომენტირებისას.

23 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ჩამოაგდოს ის საფრენი ონიექტები, რომლებიც მის საზღვარს არღვევენ, მაგრამ არ აკეთებს ამას რუსეთთან ძველი მეგობრული ურთიერთობების გათვალისცინებით და იმის გამო, რომ სიტუაცია არ გაამწვავოს.

საინფორმაციო ბიურო გეა-ს ცნობით, სააკაშვილმა ასევე მოითხოვა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი, სადაც, მისი თქმით, 70 მილიონი ლარი იხარჯება პრეზიდენტის შენახვაზე და გაცილებით ნაკლები ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

მსგავსი/Related

Back to top button