ახალი ამბები

შევარდნაძე მიესალმება აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებას

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – “აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადება გამოირჩევა მოთხოვნების პრინციპულობით, სიმკაცრითა და კატეგორიულობით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო ტელევიიზიით გამოსვლისას.

“განცხადებაში მოტანილია აზრი, რომ რუსეთის მტკიცებულებები საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და პატივისცემის შესახებ არანაირად არ Eტანხმება ქართული სოფლების დაბომბვას”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

“გუშინდელი დაბომბვა და ის ფაქტი, რომ რუსეთის მთავრობა ამას უარყოფს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს უფრო გაამწვავებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩეჩნეთის კონფლიქტის სასწრაფოდ მოწესრიგებისკენ მოვუწოდებთ. ეს სტაბილურობას მოიტანს რუსეთშიც და საქართველოშიც, დაგვეხმარება ტერორიზმთან ბრძოლასა და მთელ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში”, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არი ფლეიშერმა.

საქართველოს ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, 23 აგვისტოს რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

მსგავსი/Related

Back to top button