ახალი ამბები

რუსეთი მეზობელია თუ მტერი? – ბურჯანაძე

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – პარლამენტმა მკვეთრი რეაქცია უნდა გამოხატოს [დაბომბვასთან დაკავშირებით], რადგან 23 აგვისტოს განხორციელებული დაბომბვა რიგითი მოვლენა არ არის, – საინფორმაციო ბიურო გეა-ს ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა 24 აგვისტოს გამართულ საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე, რომელიც დაბომბვასთან დაკავშირებით გაიმართა.

“იქნებ ოდესმე მაინც მოახერხოს საქართველომ, ჩამოაგდოს ერთი საფრენი ობიექტი მაინც, რომელიც საქართველოს საზღვრებს დაარღვევს”, – აღნიშნა ბუღჯანაძემ. იგი მიიჩნევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რუსეთი მეზობელია თუ მტერი.

თუმცა, ბურჯანაძე ნაადრევად ნაადრევად მიიჩნევს ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მუშაობის შეჩერებას.

საქართველოს ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, 23 აგვისტოს რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

მსგავსი/Related

Back to top button