ახალი ამბები

რუსი მესაზღვრეების თქმით, გელაევის რაზმი რუსეთისკენ მიიწევს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 აგვისტო, 2002) – რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ჯარების გაერთიანებულ შტაბში “ინტერფაქსის” კორესპონდენტს აცნობა, რომ ოპერატიული მონაცემებით, საველე მეთაურ რუსლან გელაევის რაზმი ამჟამად ამჟამად რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 10-20 კილომეტრის დაშორებით იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მთელი პანკისის ხეობის სიგრძე 34 კილომეტრია. ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ ჩეჩენ პარტიზანთა შესაძლო გადაადგილების შესახებ შესახებ 22 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა გაავრცელა ილტოს ხეობაში ადგილობრივ მეცხვარეებთან აღებული ინტერვიუს საფუძველზე, რომლებმაც დაადასტურეს იმ ადგილებში 3-4 დღის წინ ჩეჩნების ყოფნა, შესაძლოა, გელაევის მეთაურებით,  და შემდეგ ეს ჯგუფი ჩეჩნეთის საზღვრის მიმართულებით დაიძრა.

თბილისში შიშობენ, რომ რუს მესაზღვრეთა დღევანდელი განცხადება, შესაძლოა, რუსეთის მხარემ საზღვარზე სამხედრო გააქტიურების საბაბად გამოიყენოს. ამ შიშს გუშინდელი დაბომბვის ფაქტიც აძლიერებს, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს დაბომბვასტან რუსეთის რაიმე კავშირს.

მსგავსი/Related

Back to top button