ახალი ამბები

ეუთო-ს დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ საქართველოს ტერიტორია დაიბომბა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 აგვისტო, 2002) – 24 აგვისტოს ეუთო-ს დამკვირვებლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 23 აგვისტოს პანკისის ხეობაზე საავიაციო იერიში იქნა მიტანილი. მათ განაცხადეს, რომ რამდენიმე ამოუცნობი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შემოვიდა, იტყობინება რადიოსადგური “ეხო მოსკვი”.

საქართველოში ეუთო-ს დამკვირველებლთა მისიის მონაცემებით, თვითმფრინავებმა დიდ სიმაღლეზე გადაიფრინეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაფიქსირდა აფეთქებების ხმა და აალება საქართველო-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით.

ოფიციალური თბილისი ამტკიცებს, რომ დაბომბვა რუსეთის ავიაციამ განახორციელა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უარყოფს არათუ დაბომბვას, არამედ 23 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ ფრენების შესრულებასაც კი.

Back to top button