
ახალი ამბები
უკრაინა რუსეთსა და საქართველოს შუამდგომლობას სთავაზობს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 აგვისტო, 2002) – უკრაინა მზად არის შუამდგომლის როლი შეასრულოს იმ სიტუაციაში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის შეიქმნა, – სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის თაობაზე კიევში 23 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა.
თუმცა, ამასთან მან აღნიშნა, რომ უკრაინას “მათ შორის” [რუსეთი და საქართველო] ძალიან უჭირს.
ლეონიდ კუჩმამ თავი შეიკავა კომენტარებისგან 23 აგვისტოს პანკისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და მხოლოდ აღნიშნა, რომ კიევში ამ ამბების მთელ დეტალებს არ იცნობენ.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უარყოფითად აფასებს ძალის გამოყენებას. “თუ ლაპარაკია ჩეჩენ ტერორისტებზე, ეს შეთანხმებული ქმედებები უნდა იყოს”, – აღნიშნა კუჩმამ.