ახალი ამბები

რუსეთი ინფორმირებული იყო ჩეჩენთა შესაძლო გადაადგილების შესახებ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 აგვისტო, 2002) – 23 აგვისტოს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთი კვირით ადრე გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი პანკსის ხეობაში სპეციალური ოპერაციის მზადების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით საზღვრის მიმართულებით ორივე მხრიდან ჩეჩენთა ჯგუფების შესაძლო გადაადგილების შესახებ.

იმნაძის თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და სპეცსამსახურებმა ასევე გააფრთხილეს რუსეთის ანალოგიური უწყებები დაგეგმილი ქმედებების შესახებ.

იმნაძემ ეს განცხადება 23 აგვისტოს პანკისისა და ილტოს ხეობების დაბომბვის კომენტირებისას გააკეთა.

Back to top button