ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 აგვისტო, 2002) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას სისხლიანი ტერორი უწოდა.

“სახეზეა დაუფარავი აგრესია სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით დასრულდა. მთელი პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს ეკისრებათ, რომლებმაც ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ანტიქართული კამპანია ააგორეს, ასევე იმ პირებს, რომლებმაც გასცეს დაბომბვის ბრძანება და ეს ბრძანება შეასრულეს”, – განაცხადა მენაღარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩს საქართველოში საპროტესტო ნოტა გადასცა.

ბოლო ინფორმაციით, დღეს დილით განხორციელებული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, მათ შორის 15 წლის მოზარდიც.

Back to top button