
ახალი ამბები
შევარდნაძე დაბომბვას მკაცრ შეფასებას აძლევს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 აგვისტო, 2002) – “დროა რუსეთმა ქართულ სოფლებზე ნადირობა შეწყვიტოს და თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები საკუთარ პრეზიდენტს არ ემორჩილებიან, ეს მისი [პუტინის] პრობლემაა”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს დილით რუსული თვითმფრინავების მიერ იტლოს ხეობის დაბომბვის შესახებ საუბრისას. “თუ ეს ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულები ვიქნებით დაბომბვების შესაჩერებლად მთელი ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ”, დასძინა მან. დღეს გამთენიისას იტლოს ხეობა რამდენიმე რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ქალი და ერთი მოზარდი დაღუპა. ისინი რუსული დაბომბვების პირველი მსხვერპლი გახდნენ.