ახალი ამბები

პოლიციელთა მიერ ნაცემი დახმარებისთვის აზერბაიჯანის საელჩოს მიმართავს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – 22 აგვისტოს ღამის ორ საათზე თბილისის ერთ-ერთ რაინოში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქე, რომელიც შინიდან სტუმრის გასაცილებლად ქუჩაში ჩავიდა, – იტყობინება ტელეკომპანია “რუსთავი-2”.

როგორც დაზარალებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელებს, რომლებიც მას და მის ახლობლებს ხელკეტებით სცემდნენ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია მეთაურობდა.

დაზარალებულის დედამ “რუსთავი-2”-ს განუცხადა, რომ დახმარებისთვის აზერბაიჯანის საელჩოს მიმართავს.

Back to top button