ახალი ამბები

პანკისელი უხუცესები და შინაგანი ჯარების წარმომადგენლები ოპერაციის დეტალებზე საუბრობენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – დღეს ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანში პანკისის ხეობის სოფლების გამგებლები და უხუცესები საქართველოს შინაგანი ჯარების წარმომადგენლებს ხვდებიან პანკისის ხეობაში ამ უწყების ძალების შეყვანის დეტალების განსახილველად.

ერთი კვირის წინ პანკისის ხეობის უხუცესთა შეკრების მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას ხეობაში შინაგანი ჯარების შეყვანის თხოვნით მიმართეს.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 19 აგვისტოს საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების შეყვანა იგეგმება, რათა იქ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა.

შინაგანი ჯარების ოპერაციის დაწყების ზუსტი თარიღი და დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

Back to top button