
რუსი გენერლის თვითნებობა ცხინვალის რეგიონში
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – გუშინ დილით ცხინვალში განლაგებულმა შერეული სამშვიდო ძალების ერთმა ნაწილმა, დაახლოებით 120 კაცმა გენერალი პრიზემლინის ბრძანებით შტაბი დატოვა და ახალგორის რაიონის სოფელ გარუბანში განლაგდა.
გენერალ ვასილ პრიზემლინის ბრძანებით, ქართველი სამშვიდობოები სოფელ ახმაჯასთან მანქანების მიმოსვლას აკონტროლებდნენ. ამავდროულად, რუსმა და ოსმა სამშვიდობოებმა სანგრების თხრა და სტრატეგიული მაღლობების დაკავება დაიწყეს.
ეს ოპერაცია ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა. ოპერაციის მიზეზად რუსმა გენერამლმა ჯერ წვრთნები, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღის წინ გატაცებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის დურგლიშვილის ძიება დაასახელა.
ქართული მხარის განცხადებით, რუსმა გენერალმა საკუთარ უფლება-მოსილებას გადააჭარბა და სამშვიდობო ზონა დაარღვია.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის შემდეგ სამშვიდობო ძალები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.