ახალი ამბები

საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად დახმარებას ითხოვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ სუდანის სანაპიროებთან მეკობრეების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართოს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 30 ივლისს ბერძნული გემის 6 ქართველი მეზღვაური სუდანის სანაპიროსთან 100-მდე მეკობრემ მძევლად აიყვანა.

საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი ითხოვს, რომ ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად დახმარება ეთხოვოთ უცხო ქვეყნების იმ სამხედრო გემებს, რომლებიც გატაცების ადგილთან ახლოს იმყოფებიან.

Back to top button