
მოლაშვილის მოხსენებას პოლიტიკური დაკვეთა უწოდეს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – პარლამენტის დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.
მოლაშვილის მოხსენებას სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილიც, რომელმაც, ისევე როგორც ბეჟუაშვილმა, განაცხადა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოხსენება პოლიტიკური დაკვეთა იყო.
სულხან მოლაშვილმა თავის გამოსვლაში დავით ბეჟუაშვილსა და ნაციონალების ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კორუფციაში დასდო ბრალი. კონტროლის პალატის მეთაურის თქმით, ბეჟუაშვილმა საქართველოს თითქმის მთელი გაზგამანაწილებელი სისტემის უკანონო პრივატიზაცია მოახდინა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას 105 ათასი ლარი გაფლანგა.