ახალი ამბები

დურგლიშვილის გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყო

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – 21 აგვისტოს დილიდან მდინარე ქსნის ხეობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული კოლექტიური სამშვიდობო ძალების ქართული, რუსული და ოსური ქვედანაყოფები ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებენ ცხინვალის მისადგომებთან გატაცებული ქართველი ოფიცრის ზურაბ დურგლიშვილის გათავისუფლების მიზნით.

ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ დურგლიშვილი ქართულად მოლაპარაკე ოთხმა უცნობმა 15 აგვისტოს გაიტაცა, მოგვიანებით კი, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, რუსულად მოლაპარაკე უცნობმა სამშვიდობო ჯარების სამორიგეოში დარეკა და დურგლიშვილის გასათავისუფლებლად გამოსასყიდი მოითხოვა.

სამშვიდობო ძალების ქართული კონტინგენტის მეთაურის, პოლკოვნიკ მიხეილ ქებაძის თქმით, ოპერაცია დაიწყო წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც დურგლიშვილი ქსნის ხეობაში უნდა ჰყავდეთ დაკავებული.

Back to top button