ახალი ამბები

დაკავებული რუსი პოლიციელები შეიძლება რუსულ მხარეს გადასცენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – საქართველომ შეიძლება დააკმაყოფილოს რუსეთის საელჩოს შუამდგომლობა და დაკავებული რუსი პოლიციელები რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს.

საქართველომ რუსეთს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე ერთხელ უკვე უარი განუცხადა. ამჯერად, საქმეს საოლქო სასამართლო განიხილავს.

სამი კვირის წინ სამი რუსი პოლიციელი დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა პანკისის ხეობის შესასვლელთან. რუსი პოლიციელების თქმით, ისინი ხეობაში მანქანის შესაძენად მიდიოდნენ. ქართველ სამართალდამცველებს ეჭვი შეეპარათ და სამივე პირი დააკავეს.  

Back to top button