ახალი ამბები

შოუ საქართველოს დისკრედიტაციის მიზნით გაიტაცეს – ამბობს უშიშროების მინისტრი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – როგორც გუშინ უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, ბრიტანელი პიტერ შოუს გატაცებაში რამდემინე კრიმინალური დაჯგუფება არის ჩართული.

“პირველმა დაჯგუფებამ შოუს გატაცება შეუკვეთა, ხოლო მეორემ ბრძანება შეასრულა. პირველი დაჯგუფების მიზანი საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციაა, ხოლო მეორე დაჯგუფების მიზანი ფულის აღებაა”, აღნიშნა ხაბურძანიამ გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აგრობიზნესბანკის თანადირექტორი პიტერ შოუ თბილისიდან 18 ივნისს გაიტაცეს.

უშიშროების მინისტრის თქმით, გამტაცებელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

Back to top button