
გენერალურმა პროკურატურამ რუსეთიდან მასალები მიიღო დაკავებულ ჩეჩნებთან დაკავშირებით
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 20 აგვისტო, 2002) – საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღო მასალები ქართველი მესაზღვრეების მიერ 3-5 აგვისტოს დაკავებულ 13 ჩეჩენთან დაკავშირებით, რომელთა ექსტრადიციასაც რუსეთის მხარე მოითხოვს.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ეს მასალები, რომლებიც ჩეჩნეთის პროკურატურამ მოაგროვა, სრულიად ადასტურებენ დაკავებულ ჩეჩენთა დამნაშავეობას, რომელთაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აქვთ დანაშაული ჩადენილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ჯერ-ჯერობით თავს იკავებს კომენტარებისგან რუსეთიდან მიღებულ მასალებთან დაკავშირებით.
13 ჩეჩენს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს საზღვრის დარღვევისა და იარაღის საზღვარზე გადმოტანის გამო.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
რუსეთი დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციას უშედეგოდ მოითხოვს