ახალი ამბები

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით გათვალისწინებული პირველი ხელფასი დარიგდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – 17 აგვისტოს იაღლუჯის სამხედრო პოლიგონზე “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამისათვის შერჩეულ “კომანდოს” ბატალიონში პირველი ხელფასი დარიგდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “გეა”.

კონტრაქტის მიხედვით, ჯარისკაცები ხელზე 400 ლარს, ხოლო ოფიცრები 600 ლარზე მეტს მიიღებენ.

კომანდოს ბატალიონში კონტრაქტზე ხელი მოაწერა 443 სამხედრო მოსამასახურემ. მათი შერჩევა 15 აგვისტოს დამთავრდა.

ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით რამდენიმე ქართული სამხედრო დანაყოფის მომზადება და აღჭურვა არის დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button