ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს მოწოდებამ უშედეგოდ ჩაიარა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 აგვისტო, 2002) – აშშ-ის საელჩომ საქართველოში 15 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიეღო ზომები, რათა არ დაეშვა 16 აგვისტოს კასპში დაგეგმილი იეღოვას მოწმეთა კონგრესზე თავდასხმა.

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო იეღოველებზე თავდასხმის აღკვეთა. 15 აგვისტოს იეღოველებს თავს დაესხნენ გორში და იმავე დღეს თავდასხმა მოხდა კასპშიც, სადაც სცემეს იეღოვას სექტის მიმდევრები და გაანადგურეს მათი ლიტერატურა.

იეღოვას მოწმეები თავდასმხების ორგანიზებაში დეპუტატ გურამ შარაძესა და გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურს ბასილ მკალავიშვილს ადანაშაულებენ.

თავის მხრივ, შარაძე და მკალავიშვილი იეღოვას მოწმეებს თავიანთი რელიგიური მრწამსის ძალისმიერ გავრცელებასა და მართლმადიდებლობის შევიწროიებაში ადანაშაულებენ.

მსგავსი/Related

Back to top button