ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს განმარტება მოთხოვა მასხადოვთან შესაძლო კონტაქტების თაობაზე

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 აგვისტო, 2002) – დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას განმარტება მოთხოვა იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან შესაძლო კონტაქტების თაობაზე.

რუსეთის საგარეო უწყება თავის განცხადებაში ეყრდნობა არაღიარებული რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტის ახმედ ზაკაევის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და იჩქერიის ხელმძღვანელობას მუდმივი კონტაქტები აქვთ თბილისში იჩქერიის წარმომადგენლობის საშუალებით.

“მასხადოვი იძებნება რუსეთის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების გამო. ჩვენ რამდენჯერმე მოვთხოვეთ საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. იჩქერიის წარმომადგენლობის დახურვა თბილისში, რომელიც ჩეჩენ მებრძოლებს იარაღით და ფინანსებით ამარაგებს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button