
რუსეთი და საქართველო საბჭოთა შეიარაღების გაყოფაზე ვერ თანხმდებიან
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 აგვისტო, 2002) – რუსეთი და საქართველო საბჭოთა შეიარაღების გაყოფაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. ქართულ მხარეს ამ საკითხის რუსეთ-საქართველოს დიდ ხელშეკრულებაში შეტანა უნდა, რომელიც ამჟამად მომზადების სტადიაშია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბორის მალახოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა საბჭოთა შეიარაღების საკითხის ხელშეკრულებაში გათვალისწინება შესთავაზა რუსულ მხარეს. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გააჩნია.
საქართველო აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული შეიარაღება მთლიანად გაიტანეს. რუსეთი კი ამას უარყოფს. რუსეთის თავაცვის მინისტრმა 14 აგვისტოს განაცხდა, რომ საქართველოს პრეტენზიები დაუსაბუთებელია.