ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება უარყოფს ჩეჩენთა მესამე ქვეყანაში გაყვანის განზრახვას

“აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ საქართველოს პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გაგზავნა სურს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ.

აპრილში ჩატარებული ხელახალი რეგისტრაციის მიხედვით, პანკისის ხეობაში ამ დროისთვის 3800-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

ფირცხალავს თქმით, პანკისიდან ჩეჩენ ლტოლვილთა გაყვანის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ იქ საომარი მოქმედებების რეალური საფრთხე შეიქმნება.

რუსეთი გამუდმებით მოითხოვს საქართველოსგან პანკისში ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას, რაზეც საქართველოც გამუდმებით უარით პასუხობს.

მსგავსი/Related

Back to top button