ახალი ამბები

პანკისის მოსახლეობა ქართული ჯარის ხეობაში შეყვანას მოითხოვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 აგვისტო, 2002) – 14 აგვისტოს პანკისის ხეობის ადგილობრივმა მოსახლეობამ კრება მოაწყო და მთავრობას ქართული ჯარის ხეობაში განთავსება მოითხოვა.

შეხვედრაზე ქისტებმაც და ქართველებმაც განაცხადეს, რომ პანკისის პრობლემა საქართველომ თავად უნდა მოაგვაროს მესამე ძალის ჩარევის გარეშე.

პანკისის მოსახლეობის მოთხოვნა ახლახანს დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს დაემთხვა, რომელიც ახმეტაში მიდინარეობს. თუმცა, საქრთველოს მთავრობა აცხადებს, რომ ანტიტერორისტული სწავლება ახმეტაში პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციაში არ გადაიზრდება.

Back to top button