ახალი ამბები

ჯილდო ინფორმაციისთვის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შესახებ

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააწესეს ჯილდო 20 ათასი ლარის ოდენობით კომპანია “ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობასთან დაკავშირებით.

30 წლის ნიკა ლომინაძის გვამი 14 აგვისტოს მისივე ბინაში აღმოაჩინეს. მას ხელები ჰქონდა გაკოჭილი და თავში ერთი გასროლით იყო მოკლული.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები სხვა კომენტარებისგან თავს იკავებენ. პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, ნიკა ლომინაძე 12 აგვისტოს სამსახურიდან შინ დაბრუნდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

მსგავსი/Related

Back to top button