ახალი ამბები

მენაღარიშვილი ამბობს, რომ პანკისში სამხედრო ძალის შეყვანის აუცილებლობა არ არსებობს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 15 აგვისტო, 2002) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სამხედრო სწავლებები ახმეტის რაიონში შეიძლება პანკისის ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში გადაიზარდოს.

თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაგზავნა ახმეტის რაიონში პირველი ქვედანაყოფები. თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, იქ “ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩატარდება”. წვრთნებში სამხედრო ვერტმფრენებიც იქნება ჩართული.

14 აგვისტოს საქარეო საქმეტა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედრო წვრთნებმა დადებითად უნდა იმოქმედოს სტაბილიზაციაზე პანკისის ხეობაში. “ამჟამად პანკისის ხეობაში სამხედრო ძალების შეყვანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს”, -დასძინა მინისტრმა.

Back to top button