ახალი ამბები

ჯორბენაძე აცხადებს აფხაზები კოდორს ტოვებენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 14 აგვისტო, 2002) – სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აფხაზი მეომრები საქართველოს მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობას ტოვებენ.

სახელმწიფო მინისტრმა ეს განცხადება აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერთან ანრი ჯერგენიასთან დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

ჯორბენაძის თქმით აფხაზური მხარე აღარ მოითხოვს კოდორიდან ქართველი მესაზღვრეების გაყვანას.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით ამჟამად უნდა დაიწყოს იმ ტერიტორიის განაღმვა, რომელიც აფხაზ მეომრებს ჰქონდათ დაკავებული.

მსგავსი/Related

Back to top button