ახალი ამბები

ეი-ი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი მოკლეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 14 აგვისტო, 2002) – დღეს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ეი-ი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე.

“იგი თავის არეში ერთი გასროლით არის მკვდარი, მას ასევე ხელები ჰქონდა შეკრული,” განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

სამართალდამცველები სხვა კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ნიკა ლომინაძე 12 აგვისტოს სამსახურიდან საკუთარ ბინაში დაბრუნდა და მას შემდეგ არავის უნახია.

 

მსგავსი/Related

Back to top button