ახალი ამბები

აფხაზები კოდორის ხეობას ტოვებენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 13 აგვისტო, 2002) – “აფხაზმა მებრძოლებმა კოდორის ხეობის დატოვება დაიწყეს” განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ საგანგებოდ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე.

თავდაცვის მინისტრის თქმით, დღეს ქართველებსა და აფხაზებს შორის მთელი დღის განმავლობაში შეტაკებები მიდინარეობდა. თუმცა, მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ არის. აფხაზებს ადგილობრივი მოსახლეობისაგან შექმნილი რაზმები უწევდა წინააღმდეგობას.

ბრძოლა დაახლოებით ერთი საათის წინ შეწყდა, რის შემდეგაც აფხაზმა მებრძოლებმა კოდორის ხეობის დატოვება დაიწყეს.

თევზაძის განცხადებით, აფხაზთა მიერ რამდენიმე დღით დაკავებულ ტერიტორიას საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი რუსეთს ესაზღვრება.

ამჟამად, კოდორის ხეობაში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე იმყოფება.

დაახლოებით 100 აფხაზი მებრძოლი კოდორის ხეობაში 8-10 აგვისტოს შევიდა. 

მსგავსი/Related

Back to top button