
ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 13 აგვისტო, 2002) – ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დანიამ 12 აგვისტოს ევროკავშირის სახელით განცხადება გაავრცელა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
“ევრიკავშირი სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაძაბულობის ზრდის გამო, რასაც ადგილი აქვს 2002 წლის ივლისის მიწურულს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევების შემდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს და რუსეთს, რომ “შეასრულონ მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის პატივისცემის ჩათვლით. ამასთან ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ ერთმანეთს შორის დაძაბული ურთოერთობების შესამსუბუქებლად”.
“ევროკავშირი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებას, რომლითაც მან საკუთარ თავზე აიღო პანკისის ხეობაში კონტროლის გაუმჯობესების ვალდებულება”, – აღნიშნულია ევროკავშირის თავმჯდომარის განცხადებაში.