ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 13 აგვისტო, 2002) – აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი 12 აგვისტოს ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მიხეილ საკაშვილს, დავით ბერძენიშვილს და ზვიად ძიძიგურს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წლის 2 ივნისს გამართული ადგილობრივი არჩევნების საკითხი, ასევე არჩევნების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა.

რიჩარდ მაილსი უკვე შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილსაც იგივე საკითხების განსახილველად.

2 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში ადგილების უმრავლესობა ლეიბორისტულმა პარტიამ და ნაციონალებმა დაიკავეს, მაგრამ იმის გამო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისელი ამომრჩევლების ხმების გადათვლას აწარმოებს, თბილისის საკრებულო დღემდე ვერ შეუდგა მუშაობას.

მსგავსი/Related

Back to top button