
ჯორბენაძე ჯერგენიას შეხვდება
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 13 აგვისტო, 2002) – დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანრი ჯერგენიას შეხვდება. მოლაპარაკებებზე კოდორის ხეობასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.
როგორც ჯორბენაძემ 12 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღესდღეობით მთავარია, რომ თავიდან იქნას აცილებული კონფრონტაციის გამწვავება და შენარჩუნებული იქნას მშვიდობა.
ორშაბათს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ 8-11 აგვისტოს კოდორში გადასულ 100-მდე შეიარაღებულ პირს შორის აფხაზებთან ერთად რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ამავე დროს, საქართველოს თავდაცვის სამნისტრომ განაცხადა, რომ კოდორში მხოლოდ აფხაზები შევიდნენ. აფხაზური მხარე, ისევე როგორც რუსული მხარე, უარყოფენ ამ ბრალდებებს.