ახალი ამბები

განახლდა თბილისი-მოსკოვის რეისები

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 12 აგვისტო, 2002) – რუსეთმა და საქართველომ შეთანხმებას მიაღწიეს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები – აირზენას” მიერ 12 აგვისტოდან თბილისი-მოსკოვის რეგულარული რეისების განახლების თაობაზე, – იტყობინება საქართველოს ტრანსპორტისა და კომინიკაციების სამინისტრო.

“აირზენას” რეისები შეზღუდული იყო დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე. რუსულმა მხარემ ეს შეზღუდვა უსაფრთხოების მოსაზრებით განმარტა, რადგან რუსული მხარის განცხადებით, მინვოდში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა.

მაგრამ შეზღუდვები მარტო ქართულ კომპანიას შეეხო, იმ დროს როცა რუსული კომპანია “აეროფლოტის” რეისები რეგულარულად სრულდებოდა. მოგვიანებითYქართულმა მხარემ ასევე შეზღუდა რუსული კომპანიის რეისები.

“საქართველოს ავიახაზები – აირზენას” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ რუსული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მისი კომპანია ყოველდღიურად 10 ათასამდე დოლარის ზარალს განიცდიდა.

მსგავსი/Related

Back to top button