ახალი ამბები

ქართულ შვეულმფრენს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 12 აგვისტო, 2002) – დღეს კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12 აგვისტოს სამოქალაქო დანიშნულების შვეულმფრენს კოდორის ხეობაში ცეცხლი გაუხსნეს. ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კვიციანის თქმით, დაახლეობით 100 რუსი ჯარისკაცი და აფხაზი მეომარი ზემო კოდორში შეიჭრა, რითაც მათ შეთანხმება დაარღვიეს, რომელიც კოდორის ხეობის დემილიტარიზაციას გულისხმობს.

ამჟამად, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.

30-მდე რუსი მესაზღვრე კოდორში 31 ივლისს შევიდა. მაშინ რუსმა ჯარისკაცებმა ხეობა თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან მოლაპარაკებების შემდეგ დატოვეს.

მსგავსი/Related

Back to top button