ახალი ამბები

ექსპერტები ივლისის თვის ბიუჯეტში გარღვევას აფიქსირებენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 10 აგვისტო, 2002) – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, ივლისის თვის ბიუჯეტი არ შესრულებულა, როგორც ამას მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ.

“ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან სამი მილიონი ლარი არ მიუღია”, უთხრა გოცირიძემ საინფორმაციო სააგენტო “გეას” კორესპოდენტს.

ექსპერტის თქმით, ბიუჯეტმა ამ თვეში საერთაშორისო გრანტის სახით15 მილიონი ლარი მიიღო, მაშინ როდესაც ივლისში დაგეგმილი იყო მხოლოდ ექვსი მილიონი ლარის გამოყოფა.

გოცირიძის განცხადებით, ამ თვეში მიღებული ზედმეტი ცხრა მილიონი წინა თვეების განმავლობაში უნდა გადანაწილებულიყო. “სწორედ ამიტომ არ შეეფერება მთავრობის განცხადება სიმართლეს, რომლის თანახმად, ივლისის თვის ბიუჯეტი შესრულებულია”, დასძინა საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა.

Back to top button