ახალი ამბები

რუსეთის მიერ საქართველოს დადანაშაულება უპასუხისმგებლობაა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 9 აგვისტო, 2002) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსი ოფიცრის იგორ ზაიცევის მკვლელობის გამო უპასუხისმგებლობაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების ოფიცერი იგორ ზაიცევი  7 აგვისტოს მოკლული იქნა ნაპოვნი თბილისის ერთ-ერთ უბანში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი ოფიცრის გაქრობა ჩეჩნეთში საქართველოდან მებრძოლების გადასვლას მოჰყვა. ჩეჩნეთში სიტუაციის გამწვავების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ანტირუსული კამპანია დაიწყო. “ამგვარმა ვითარებამ დამნაშავეებს რუსი ოფიცრის მოკვლისაკენ უბიძგა. ამ დანაშაულზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აწევს”, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ამ მკვლეობისათვის პოლიტიკური ელფერის მინიჭება დაუშვებელია.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცრელა ინფორმაცია, რომ მკვლეობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დავით ზასაშვილი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ადრე ამიერკავკასიიში რუსეთის დაჯგუფებაში მსახურობდა.

მსგავსი/Related

Back to top button