ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა საქართველოში ახალი რეგიონული დირექტორი დანიშნა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 9 აგვისტო, 2002) – დონა დოუსეთ-კოიროლო საქართველოს რეგიონულ დირექტორად დაინიშნა  და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამხრეთ კავკასიის განყოფილებას გაუძღვება, იტყობინება მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისი.

კოიროლო თავისი მოვალეობების შესრულებას 1 სექტემბრიდან შეუდგება. მან ამ პოსტზე შეცვლა ჯუდი ო’ქონორი.

ეს განყოფილება პასუხისმგებელია მსოფლიო ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

Back to top button