ახალი ამბები

უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში ინვესტორებს აფრთხობს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 9 აგვისტო, 2002) – ამერიკის სავაჭრო პალატა გამოთქვამს თავის შეშფოთებას საქართველოში კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების არარსებობის გამო. ამასთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს სავაჭრო პალატამ ღია წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

წერილში აქცენტი გაკეთებულია აგრობიზნეს ბანკის პრეზიდენტის პიტერ შოუს მოტაცების საქმეზე.

“ამგვარი დანაშაულობები უბედურების მომტანია საქართველოსათვის, ქვეყნისათვის, რომელსაც უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ ესაჭიროება. სავაჭრო პალატის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. დღეს არსებული უსაფრთხოების პირობებისა და კანონის უზენაესობის არარსებობის ფონზე, გვიჭირს ახალი ინვესტორების ჩამოყვანა”, ნათქვამია წერილში.

ამერიკის სავაჭრო პალატა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანად გაათავსუფლონ პიტერ შოუ და დასაჯონ დამნაშავეები, რომლებიც მანამადე ორი ესპანელისა და ერთი ლიბანელი ბიზნესმენების გატაცებაში მონაწილეობდნენ.

გასულ წელს, ორი ესპანელი ბიზნესმენი ხოსე ტრემინო და ფრანცისკო როდრიგესი მოიტაცეს და ერთ წელზე მეტ ხანს ჰყავდათ დატყვევებული, აგრეთვე ლიბანელი ბიზნესმენი ჩარბეი აუნი, ჩვენი პალატის წევრი, რომელიც 77 დღის განმავლობში იყო გატაცებული.

“ხოსე ტრემინოს, ფრანცისკო როდრიგესისა და ჩარბეი აუნის გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცველები  ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ იციან გამტაცებელთა ვინაობა. თუმცა, დღემდე არავინ დაუჭერიათ და გაუსამართლებიათ. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ?”, კითხვით მიმართავს პრეზიდენტს ამერიკის სავაჭრო პალატა.

Back to top button