ახალი ამბები

დაკარგული რუსი ოფიცერი მკვდარი აღმოაჩინეს

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 7 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ დაკარგული რუსი ოფიცერი იგორ ზაიცევი უნდა ყოფილიყო.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზაიცევის ვაჟმა მამის გვამი უკვე ამოიცნო.

რუსი ოფიცერი იგორ ზაიცევი, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარებში მსახურობდა, 29 ივლისიდან დაკარგულად ითვლებოდა. 1 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ზაიცევის ძებნის დაჩქარება მოთხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button