ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს ავიახაზების ფრენები შეზღუდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 8 აგვისტო, 2002) – საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები – აირზენას” თვითმფრინავების მიერ მოსკოვის მიმართულებით რეისების შესრულებაზე დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად.

რუსულმა მხარემ ფრენები შეზღუდა დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე. რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების პრობლემებით განმარტავს, რადგან მინვოდში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. თუმცა, შეზღუდვები მხოლოდ “აირზენას” რეისებს შეეხო, რადგან რუსული კომპანია “აეროფლოტი” თავის რეისებს რეგულარულად ასრულებს.

რუსული მხარის ასეთი ქმედებები საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა როგორც -საქართველოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა.

7 აგვისტოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი შეზღუდვებს არ მოხსნის, საქართველოც იგივე ზომებს მიმართავს რუსული კომპანიების მიმართ. “აირზენას” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ფრენების შეზღუდვის გამო კომპანია ყოველდღიურად 10 ათასი დოლარის ზარალს განიცდის.

მსგავსი/Related

Back to top button