
ახალი ამბები
პანკისის ტერიტორია კვლავ დაიბომბა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 8 აგვისტო, 2002) – გუშინ საღამოს პანკისის ხეობა კვლავ დაიბომბა. ამჯერად რუსეთის მხრიდან შემოსულმა საფრენმა აპარატებმა ბომბები პანკისის ხეობაში მდებარე რკინის მთაზე ჩამოყარეს.
სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 7 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაცია დაბომბვის თაობაზე თვითმხილველთა ჩვენებებს ემყარება.
რკინის მთა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ბოლო დროის განმავლობაში ეს პანკისის ხეობის ტერიტორიის დაბომბვის მეორე შემთხვევაა.