ახალი ამბები

დაკავებულ ჩეჩნებს სამ-სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 7 აგვისტო, 2002) – ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლომ 3 აგვისტოს ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებულ ჩეჩნებს სამს-სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ დაკავებულ ჩეჩნებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და საზღვარზე ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების გადმოტანის ბრალდებები წაუყენა.

დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი წინააღმდეგნი არიან, რომ ისინი რუსულ მხარეს გადასცენ, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს. 6 აგვისტოს რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა ვერ შეძლო ქართული მხარის დარწმუნება დაკავებულთა რუსული მხარისათვის გადაცემის აუცილებლობაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგინა, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა დაკავებულთა ექსტრადიციის დაწყებას.

მსგავსი/Related

Back to top button