ახალი ამბები

ბიულეტენებს ქუთაისშიც ხელახლა დაითვლიან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 აგვისტო, 2002) – ადგილობრივი არჩევნების დროს ამომრჩეველთა მიერ მიცემულ ხმებს ქუთაისშიც გადაითვლიან.

5 აგვისტოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიღო, რომელიც არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებს სწავლობს. გადაწყვეტილების მიზეზი ქუთაისში არჩევნებზე მომხდარი უამრავი საპროცედურო დარღვევა გახდა.

ბიულეტენების გადათვლა 7 აგვისტოს პარლამენტის შენობაში დაიწყება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე შეუდგა 2 ივნისს თბილისელი ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმების ხელახლა დათვლას.

მსგავსი/Related

Back to top button