ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების დელეგაცია თბილისში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 აგვისტო, 2002) – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დელეგაცია სამსახურის დირექტორის მოადგილის ალექსანდრ ჟდანკოვის ხელმძღვანელობით 5 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა, – იტყობინება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. ჟდანკოვი ამავდროულად უშიშროების ფედერალური სამსახურის ანტიტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელიცაა.

ქართველ კოლეგებთან შეხვედრებზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები ორმხრივი თანამშრომლობის პრობლემებზე იმსჯელებენ.

ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებებზე პანკისის მოვლენებსა და შეიარაღებული ჩეჩნების დაკავების ფაქტებსაც შეეხებიან.

მსგავსი/Related

Back to top button