ახალი ამბები

დააკავეს შეიარაღებულ ჩეჩენთა მეორე ჯგუფი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – 5 აგვისტოს ქარტველ მესაზღვრეებს შეიარაღებულ ჩეჩენთა მეორე ჯგუფი ჩაბარდა. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთიდან გადმოვიდნენ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გფანაცხადა, რომ რუსეთის ფედერალურმა ძალებმა ჩეჩნები აიძულეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ, რადგან რუსებმა ყველა გზა გადაუკეტეს მათ ერთის გარდა – საქართველოში გადმოსასვლელი გზის.

ეს შეიარაღებულ ჩეჩენთა მეორე ჯგუფია, რომელიც ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს 3 აგვისტოს შემდეგ. რუსეთის მხარე დაკავებული ჩეჩნების გაცემას მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button